Sunday, November 27, 2022

"Get Ready for Halloween!"


 1.  პროექტის სახელწოდება: "Get Ready for Halloween!"
 2. პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:  მსოფლიოს  ქვეყნებს შორის სხვადასხვა კულტურული მახასიათებლების გაანალიზება.  უცხო ქვეყვის დღესასწაულის, კერძოდ ჰელოვინის  და  მასთან დაკავშირებულ მსოფლიოს სხვადასხვა მისტიკურ პერსონაჟებზე გათვითცნობიერება.
3. პროექტის აქტუალობა:პროექტი ეფუძნება ესგ-ს პრიორიტეტულ საკითხს-სხვადასხვა ქვეყნებში და მსოფლიოში არსებული სხვადასხვა კულტურული მრავალფეროვნების მიმართ მიმღებლობასა და პატივისცემას. პროექტი ხელს შეუწყობს, მოსწავლეებმა გააცნობიერონ ინტერკულტურული ფასეულობები და  ღირებულებები, და დაეხმარება მათ, 21 საუკუნის უნარების მქონე, დემოკრატიულ მოქალაქედ ფორმირებას.   
4. პროექტის მიზნები:   მსოფლიოში არსებული კულტურული მრავალფეროვანების მიმართ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება; პოზიტიურია და ტოლერანტული  დამოკიდებულებების ხელშეწყობა-განვითარება.
5.მონაწილეთა ასაკი: VII კლასი
6.ვადები / ხანგრძლივობა: 3 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: 
  Iუცხ.საბ.11. კულტურათშორისი დიალოგის ხელშემწყობი ინიციატივების გამოვლენა და რეალიზება, სოციოკულტურული თავისებურებების გაზიარება;
Iუცხ.საბ.12. ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარების გამოყენებით ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარების გამოყენებით იდეების განხორციელება.
პოსტერის დამზადება;  სლაიდების მომზადება, ფოტო თუ ვიდეო მასალების აწყობა პრეზენტაცია.
  8 . პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინგლისურის  სახელმძღვანელო და  მოსწავლის  რვეული  “Building “  7 ფორმატი, ფოტოები,, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი.
  9. პროექტის მსვლელობა:
   ამოცანა 1:  სხვა ქვეყნის ტრადიციული დღესასწაულის შესახებ და მასთან დაკავშირებულ მითიურ პერსონაჟებზე  ინფორმირებულობის დონის ამაღლება.
აქტივობა - ტექსტის დამუშავება ჰელოვინის დღესასწაულის წარმოშობასა და არსზე. ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა ქვეყნების მითიურ პერსონაჟებზე; სასწავლო რესურსის შექმნა -პრეზენტაცია.
   ამოცანა 2: უცხო ქვეყნის  სხვადასხვა კულტურული  ღირებულებების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.
  აქტივობა-ჯგუფებში მოთხრობის შექმნა ჰელოვინის თემაზე, პოსტერის დამზადება, და პრეზენტაცია; ჰელოვინის პერსონაჟების ინსცენირება და ფოტო სლაიდის მომზადება--პრეზენტაცია.
   10. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული, რუსული, ისტორია, ხელოვნება, ისტ. სხვადასხვა საშუალებებით ( ინტერნეტი …) , ანალიზის, შედარების, მსჯელობის, შემოქმედებითი უნარის განვითარება, დისკუსიაში მონაწილეობა

   პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ირმა ჭურღულია
   ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: irma.churgulia@gmail.com
   პროექტის ვებ. გვერდი/ბლოგი: irmabloger.blogspot.com


პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტო მასალა:

ტექსტზე მუშაობა, მოთხრობის შედგენა ჯგუფებში, პოსტერის შექმნა და პრეზენტაცია.


მითიურ ქმნილებები და არაორდინალური პერსონაჟები მხატვრული ლიტერატურიდან თუ ფილმებიდან. ამ თემაზე მე-7კლასელებმა მოიძიეს სხვადასხვა ქვეყნებში თქმულებებში /ლეგენდებში არსებული პერსონაჟები. ჯგუფებში გადაინაწილეს, დაახარისხეს ინფორმაცია, რომელსაც ილუსტრირება დაუკავშირეს და პროდუქტის პრეზენტაცია გამართეს სკოლის სხვა მოსწავლეებთან. კონსულტირებას ვუწევდი განხორციელების პროცესში.
ასევე გაიმართა შემეცნებითი სახის ვიქტორინა და მოსწავლეებმა აჩვენეს თუ რა ცოდნას ფლობდნენ მითიური ქმნილებებზე, რომლსაც ხშირად ხედავენ ფილმებში. მხიარული განწყობა შემოიტანა ფოლმის მოკლე ეპიზოდში ნანახმა თამაშმა, რომელიც ადგილზე ვითამაშეთ.


ჰელოვინისთვის დამახასიათებელ პერსონაჟებად გარდასახვა.







"Get Ready for Halloween!"

  1.  პროექტის სახელწოდება: "Get Ready for Halloween!"   2. პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:  მსოფლიოს  ქვეყნებს შორის...